თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი ჩანს, რომ იგი ძირითადად ივსება უცხო ენიდან ტრანსლიტერაციის გზით შემოსული ტერმინებით: პრიკველი, სიკველი, ნეთვორქინგი, მერჩენთი, დესკტოპი, სკროლინგი, ფრონტ-დესკ ოფიცერი, პატერნი, ფასილიტაცია და სხვა. უფრო მეტიც, ხშირად, ქართულ ენაში უკვე დამკვიდრებული ქართული ტერმინებიც კი უგულებელყოფილია და ჩანაცვლებულია უცხო სიტყვებით. მაგალითად: რითეილი - საცალო ვაჭრობის ნაცვლად, ურგენტული ოპერაცია - სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციის ნაცვლად და სხვა.
კონკურსი “შექმენი ქართული ტერმინი” სხვადასხვა დარგში დამკვიდრებული ბევრი უცხო ტერმინის მარჯვე ქართული ეკვივალენტის მოძებნასა და მის ქართულ ენასა და მეტყველებაში დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
კონკურსი გამიზნულია, როგორც სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის, ისე სტუდენტებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კონკურსის ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“
წაიკითხეთ სრულად
კონკურსში ჩართვა, ტერმინის ქართული შესატყვისის შემოთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის ვებსაიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულია ექვსი ტერმინი. მონაწილე ირჩევს ერთ-ერთ ტერმინს და მასზე დაწკაპუნებისას გადადის მოცემული ტერმინის გვერდზე, სადაც ტერმინთან ერთად წარმოდგენილია მისი განმარტება და საილუსტრაციო მაგალითი, რაც კონკურსის მონაწილეებს გაუადვილებს ტერმინის აღქმას. ამავე გვერდზე კონკურსანტი გადის რეგისტრაციას ან ავტორიზაციას (თუ იგი უკვე დარეგისტრირებულია) და სათანადო ველში შეჰყავს აღნიშნული უცხო ტერმინის მის მიერ შექმნილი ქართული შესატყვისი. ტერმინის ქართულ შესატყვისთან ერთად სათანადო ველში კონკურსანტი წერს მცირე დასაბუთებას, რომელშიც ახსნილია მის მიერ შემოთავაზებული ქართული შესატყვისის მართებულობა. კონკურსის ადმინისტრაცია განიხილავს შემოთავაზებულ ტერმინს და მისი მოწონების შემთხვევაში გაააქტიურებს ტერმინს კონკურსის ვებსაიტზე. ტერმინის ვებსაიტზე გააქტიურება ნიშნავს, რომ კონკურსანტმა გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი.
კონკურსზე დარეგისტრირებული პირებისათვის საიტზე განთავსებულია ვიდეოლექცია, რომელიც მონაწილეებს ეხმარება საკონკურსო დავალების შესრულებაში. ლექსიკოგრაფებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს საკონკურსოდ გამოტანილი ტერმინების საუკეთესო ქართულ შესატყვისებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. კონკურსი ტარდება სამ ეტაპად. I ეტაპის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან აპრილში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით; II ეტაპის გამარჯვებულები - 26 სექტემბერს, ენათა ევროპულ დღეს, ხოლო III ეტაპის გამარჯვებულები - იანვარში, შობასთან დაკავშირებით.
გამარჯვებული ქართული ტერმინები შევა „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი
ტექნოლოგიების ცენტრის“ ლექსიკოგრაფიული გუნდის მიერ შექმნილ
ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებში. გამარჯვებული ქართული ტერმინები ასევე
გამოქვეყნდება საიტზე განთავსებული ტერმინების ბაზაში. ტერმინთან ერთად
გამოქვეყნდება ქართული ტერმინის ავტორის გვარიც.
წაიკითხეთ სრულად
ციფრული პროექტების მენეჯერი
დიზაინერი
მომხმარებლის მხარის დეველოპერი
მართვის პანელის დეველოპერი
მართვის პანელის დეველოპერი
ციფრული პროექტების მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელი
დიზაინერების გუნდის ხელმძღვანელი
მომხმარებლის მხარის დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი
მართვის პანელის დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი
მომხმარებლის პანელის დეველოპერი
მომხმარებლის პანელის დეველოპერი
ციფრული პროექტების მენეჯერი
ციფრული პროექტების მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელი
პოექტის მხარდამჭერი
დიზიანერი