შექმენი ქართული ტერმინი

burger

შემოგვთავაზე შენი ტერმინი

ვებსაიტი "შექმენი ქართული ტერმინი"   შექმნილია "ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრისა" და  "უნილაბის" მიერ.

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებსაიტით სარგებლობის პირობებს.

აღნიშნული ვებსაიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით გამოყენების წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით, ვალდებული ხართ შეწყვიტოთ მისი გამოყენება. 


ვებსაიტის გამოყენების წესები

ვებსაიტის მიზანს გაეცნობით შემდეგ ბმულზე გადასვლით https://terms.iliauni.edu.ge/about. იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს კონკურსში მონაწილობა, საჭიროა მან გაიაროს რეგისტრაცია და ავტორიზაცია, ხოლო შემდეგ მიჰყვეს კონკურსში მონაწილეობის წესებს.

მონაწილეობის წესები:

კონკურსში ჩართვა, ტერმინისა და მისი ეკვივალენტის შემოთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კონკურსის ვებსაიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულია ექვსი ტერმინი. მონაწილე ირჩევს ერთ-ერთ ტერმინს და მასზე დაწკაპუნებისას გადადის მოცემული ტერმინის გვერდზე, სადაც ტერმინთან ერთად წარმოდგენილია მისი განმარტება და საილუსტრაციო მაგალითი, რაც კონკურსის მონაწილეებს გაუადვილებს ტერმინის აღქმას. ამავე გვერდზე კონკურსანტი გადის რეგისტრაციას ან ავტორიზაციას (თუ იგი უკვე დარეგისტრირებულია) და სათანადო ველში შეჰყავს აღნიშნული ტერმინის მის მიერ შექმნილი ქართული შესატყვისი. ტერმინის ქართულ შესატყვისთან ერთად სათანადო ველში კონკურსანტი წერს მცირე დასაბუთებას, რომელშიც ახსნილია მის მიერ შემოთავაზებული ქართული შესატყვისის მართებულობა.

კონკურსზე დარეგისტრირებული პირებისათვის საიტზე განთავსებულია ვიდეოლექცია, რომელიც მონაწილეებს ეხმარება საკონკურსო დავალების შესრულებაში. ლექსიკოგრაფებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს საკონკურსოდ გამოტანილი ტერმინების საუკეთესო ქართულ შესატყვისებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით ყოველ წელს, აპრილში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე.

გამარჯვებული ქართული ტერმინები შევა „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ლექსიკოგრაფიული გუნდის მიერ შექმნილ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებში. გამარჯვებული ქართული ტერმინები ასევე გამოქვეყნდება საიტზე განთავსებული ტერმინების ბაზაში. ტერმინთან ერთად გამოქვეყნდება ქართული ტერმინის ავტორის გვარიც.

ლექსიკოგრაფების და მათ მიერ შერჩეული ტერმინების გარდა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებსაც აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ და გამოაგზავნონ მათ სფეროში გავრცელებული უცხო ტერმინი. 

კონფედენციალურობის პოლიტიკა

   ინფორმაციის შეგროვება:

ვინახავთ პირად ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია ვებსაიტზე თქვენი რეგისტრაციისას. 

თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ გვაქვს წვდომა, მოიცავს:

1. ინფორმაციას, რომელსაც მოგვაწვდით რეგისტრაციის ფორმის შევსებით, ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც მოგვაწვდით ვებგვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

2. კორესპონდენციის ჩანაწერებს (ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან სხვა საშუალებების მეშვეობით);

3. ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის დეტალებს.

ინფორმაციის შენახვა

ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული. მათზე წვდომა  არ ექნებათ გარეშე პირებს. 

ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენს ვებსაიტზე რეგისტრაციის დროს თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ გვანიჭებთ უპირობო უფლებას, თქვენი შემდგომი თანხმობის გარეშე, გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები თქვენთვის დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით ან სხვადასხვა კვლევის ფარგლებში.

ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

მომავალში კონფიდენციალურობის დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში იქნება რაიმე არსებითი სახის ცვლილება, შეგატყობინებთ ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.