კონსუმერიზმი (consumerism), ცხოვრების წესი ან საზოგადოებრივი ტენდენცია, რომელიც ფულზე, მატერიალურ კეთილდღეობასა და ნივთების მოხმარებაზე გადაჭარბებულ ორიენტაციას გულისხმობს და ხშირად სულიერი, კულტურული ან ადამიანური ღირებულებების დაკნინებასთან ასოცირდება.
მაგალითი: ადამიანები იმდენად არიან ფოკუსირებული ფულზე, სიმდიდრეზე, კონსიუმერიზმზე, რომ ადამიანობის ნატამალიც აღარ რჩებათ;
მაგალითი: ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის უარყოფითი გამოცდილებაც სამაგალითო უნდა იყოს, მაგ. კონსიუმერიზმი, სულიერების დაკნინება, სხვადახვა სფეროში პერიოდული ჩავარდნები და ა.შ;
მაგალითი: დასავლური ყაიდის კონსიუმერიზმი და დასავლური სამომხმარებლო საგნებით აღფრთოვანება კვლავ რჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იდეოლოგიურ და კულტურულ აკვიატებად.