კონცერტვოშინგი (concertwashing), მუსიკალური ღონისძიებების, განსაკუთრებით კონცერტების, გამოყენება პოლიტიკური, სოციალური, ეთიკური ან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაფარავად, ხელისუფლების რეპუტაციის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი ყურადღების გადასატანად პოზიტიურ კულტურულ ღონისძიებებზე.
მაგალითი: მედიამ ხელისუფლება კონცერტვოშინგში დაადანაშაულა, რადგან კონცერტები ცნობილი მომღერლების მონაწილეობით სოციალური პროტესტების პარალელურად გაიმართა.