შექმენი ქართული ტერმინი

burger

კოვორკინგი, კოვორკინგ-სივრცე (co-working, co-working space)

გაზიარება

საერთო სივრცე (შენობა, შენობის ნაწილი), სადაც ერთდროულად სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის წარმომადგენელთათვის ქირავდება ინდივიდუალური სამუშაო ადგილები და საოფისე ფართები ამა თუ იმ პირობითა და მომსახურებით. ძირითადად გამოიყენება თვითდასაქმებულების, ახალდაარსებული კომპანიების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და ა.შ. მიერ.


მაგალითი: The Cosmos is one of the most promising co-working in Tbilisi, especially for start-ups კოსმოსი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კოვორკინგია თბილისში, განსაკუთრებით ახალდაარსებული კომპანიებისთვის.


Freelancers and remote workers often choose co-working spaces შტატგარეშე და დისტანციურად მომუშავეები (სამუშაოდ) ხშირად ირჩევენ კოვორკინგ-სივრცეს.

მოცემულ ტერმინზე ქართული შესატყვისის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია...

თანასივრცე

Mariam Nodia
1 წლის წინ

თანამუშაობა, თანასამუშაო სივრცე

მარი
1 წლის წინ

თანამშრომლობა (Co-working), თანამშრომლობის სივრცე ( Co-working space)

ნურაი მუსტაფაევა
1 წლის წინ

თანამუშაობა, თანამუშაობის სივრცე

Tamuna
1 წლის წინ

თანასაქმიანობა, თანასაქმიანობის სივრცე.

დავით მჭედლიშვილი
1 წლის წინ

ერთობლივი ოფისი, მოქნილი საოფისე სივრცე, ერთობლივი სარგებლობის საოფისე ინფრასტრუქტურა

nino gabrichidze
1 წლის წინ